The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ნიკოლოზ (ნიკო) ვასილის ძე მთვარელიშვილი

ნიკოლოზ (ნიკო) ვასილის ძე მთვარელიშვილი
დაბადების თარიღი:1844
გარდაცვ. თარიღი:2 ოქტომბერი, 1923  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფ. ვაზისუბანი (გურჯაანის რაიონი)
კატეგორია:მკვლევარი, პედაგოგი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

    ნიკო მთვარელიშვილი დაიბადა 1844 წელს გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში.

   იგი იყო გამოჩენილი ქართველი პედაგოგი, მკვლევარი და პუბლიცისტი.

   1876 წლიდან პეტერბურგის სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში. 1884 წელს პროგრესული იდეების ქადაგებისთვის დაითხოვეს სამსახურიდან. გარკვეული პერიოდი ქართულ ლიტერატურასა და ისტორიას ასწავლიდა თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში, აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ–გაზეთებში.

   ნიკო მთვარელიშვილის ნაშრომებიდან აღსანიშნავია "ანტონ I , საქართველოს კათალიკოსი", რომელიც "ივერიის" 1879 წლის ნომერში დაიბეჭდა, "თელავის სემინარია და პირველი მისი რექტორი გაიოზ ნაცვლიშვილი" ("ივერია", 1881 წ.), "მეფე ირაკლის დროის წერილები" ("მოამბე", 1894 წ.) და სხვა.

  ნიკო მთვარელიშვილი იყო აქტიური წევრი "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი" საზოგადოებისა, სადაც იგი 1886–1887 წლებში საზოგადოების ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობდა. მას ეკუთვნის "კატალოგი წიგნთსაცავისა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა", რომელიც 1887 წელს გამოიცა.

   ნიკო მთვარელიშვილი გარდაიცვალა 1923 წლის 2 ოქტომბერს და დაკრძალულია თავის მშობლიურ სოფელ ვაზისუბანში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1885-1898)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების მდივანი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი (1886-1887)

გააზიარე: