Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
ნიკოლოზ (ნიკო) ვასილის ძე მთვარელიშვილი![]()
Biographyნიკო მთვარელიშვილი დაიბადა 1844 წელს გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში. იგი იყო გამოჩენილი ქართველი პედაგოგი, მკვლევარი და პუბლიცისტი. 1876 წლიდან პეტერბურგის სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში. 1884 წელს პროგრესული იდეების ქადაგებისთვის დაითხოვეს სამსახურიდან. გარკვეული პერიოდი ქართულ ლიტერატურასა და ისტორიას ასწავლიდა თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში, აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ–გაზეთებში. ნიკო მთვარელიშვილის ნაშრომებიდან აღსანიშნავია "ანტონ I , საქართველოს კათალიკოსი", რომელიც "ივერიის" 1879 წლის ნომერში დაიბეჭდა, "თელავის სემინარია და პირველი მისი რექტორი გაიოზ ნაცვლიშვილი" ("ივერია", 1881 წ.), "მეფე ირაკლის დროის წერილები" ("მოამბე", 1894 წ.) და სხვა. ნიკო მთვარელიშვილი იყო აქტიური წევრი "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი" საზოგადოებისა, სადაც იგი 1886–1887 წლებში საზოგადოების ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობდა. მას ეკუთვნის "კატალოგი წიგნთსაცავისა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა", რომელიც 1887 წელს გამოიცა. ნიკო მთვარელიშვილი გარდაიცვალა 1923 წლის 2 ოქტომბერს და დაკრძალულია თავის მშობლიურ სოფელ ვაზისუბანში. Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |