შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
მაქსიმე ონისიმეს ძე გაჟონია![]()
ბიოგრაფიამაქსიმე გაჟონია დაიბადა 1878 წლის 15 მარტს ოზურგეთის მაზრის სოფელ დვაბზუში ღარიბი გლეხის ოჯახში. მაქსიმე ადრიანად დაობლდა და 10 წლისამ ლუკმა-პურის საშოვნელად ზრუნვა თავად დაიწყო. მუშაობდა ბათუმში რიხნერის ქარხანაში, სადაც ყუთებს ამზადებდა, აგრეთვე როტშილდების ქარხანაში. 1900-იანი წლებიდან რევოლუციო მოძრაობაში ჩაება და ბათუმის მუშათა დიდი დემონსტრაციის მონაწილე იყო, რომელსაც იოსებ ჯუღაშვილი ხელმძღვანელობდა, მონაწილეობდა გაფიცვებში. 1916 წლიდან მაქსიმე გაჟონია „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წევრი, ხოლო 1917 წლიდან ამავე საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი. 1920 წლიდან მაქსიმე გაჟონია თბილისისა და ამიერკავკასიის გაზეთებისთვის განცხადებების შემკრებ აგენტად მუშაობდა. მაქსიმე გაჟონიას გარდაცვალებიც თარიღი უცნობია. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |