The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



დიმიტრი ილარიონის ძე კალანდარიშვილი

დიმიტრი ილარიონის ძე კალანდარიშვილი
დაბადების თარიღი:1884
გარდაცვ. თარიღი:1946  (62 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, კუკიის სასაფლაო
კატეგორია:იურისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   დიმიტრი კალანდარიშვილი დაიბადა 1884 წელს ქუთაისის გუბერნიის, ოზურგეთის მაზრის სოფელ მაკვანეთში სასულიერო პირის ოჯახში.

   უმაღლესი განათლება სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში მიიღო, სადაც იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. 1911-1918 წლებში დიმიტრი კალანდარიშვილი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების მუშაობაში.

   1917-1919 წლებში იგი გახლდათ ქალაქ ქუთაისის მოურავი, ხოლო 1919 წლის 7 ოქტომბერს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ დიმიტრი კალანდარიშვილი სენატის წევრად აირჩია და მოღვაწეობდა სენატის სამოქალაქო-საკასაციო დეპარტამენტში.

   1930-იან წლებში დიმიტრი კალანდარიშვილი საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის კურორტების სამმართველოს იურისკონსულის მოვალეობას ასრულებდა. ცხოვრობდა თბილისში ძმები ზუბალაშვილების ქუჩის (ყოფილი „სასამართლოს“ და ყოფილი „ძველი არსენალის“) N45-ში. ჰყავდა მეუღლე ელენე ლეიკფელდ-კალანდარიშვილი, რომელიც გახლდათ პეტერბურგის ქალთა უმაღლესი პოლიტექნიკური კურსების მსმენელი და რომელსაც დამთავრებული ჰქონდა თბილისის ინდუსტრიალური ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით. დიმიტრის და ელენეს ჰყავდათ ორი ვაჟი: ვადიმე და ოთარ (ტონი) კალანდარიშვილები. ვადიმე გახლდათ ცნობილი სამთო ინჟინერი და ტყვარჩელის მაღაროების მთავარი მარკშეიდერი,  ხოლო უმცროსი ძმა ოთარი, საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი და არქიტექტორთა კავშირის გამგეობის წევრი.

   დიმიტრი კალანდარიშვილი გარდაიცვალა 1946  წელს თბილისში და დაკრძალულია კუკიის ძველ სასაფლაოზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1911-1918)

საკონტაქტო ინფორმაცია

  • მისამართი:ძმები ზუბალაშვილების N45 (ყოფილი "სასამართლოს", ყოფილი "ძველი არსენალის" ქუჩა)

გააზიარე: