შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
ივანე ალმასხანის ძე ურუშაძე![]()
ბიოგრაფიაივანე ურუშაძე დაიბადა ალმასხან შერვაშიძის მრავალშვილიან ოჯახში. მისი ნამდვილი გვარი შერვაშიძე იყო. მამამისს აფხაზეთში რუსების შესვლის მერე გამოქცევა მოუწია და მას შემდეგ ურუშაძის გვარით ცხოვრობდნენ. ივანე ურუშაძის დედმამისშვილები 1930-იან წლებში თითქმის ყველა დახვრიტეს. თავის დროზე ალმასხანმა, ყველა შვილს საუკეთესო განათლება მისცა, მაგრამ კომუნისტების მიერ გამოცხადებულ ნადირობისაგან ვერ იხსნა. თავად ივანე, კომუნისტებისგან დევნას იმიტომ გადაურჩა, რომ არაერთი შინსახკომის თანამშრომელი ჰყავდა განკურნებული. ივანე ურუშაძეს ჰყავდა მეუღლე ლუბა ფიჩხაძე და ორი შვილი: ლილი და გივი. ივანემ თავის შვილებს სასტიკად აუკრძალა ოჯახის ისტორიასა და წარმომავლობაზე ლაპარაკი. ივანე ურუშაძის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღები უცნობია. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |