The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



იოაკიმე ფარნაოზის ძე უშვერიძე

იოაკიმე ფარნაოზის ძე უშვერიძე
ოფიციალური სახელი:იაკიმე ფარნაოზის ძე უშვერიძე
დაბადების თარიღი:1885
გარდაცვ. თარიღი:1935  (50 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   იოაკიმე უშვერიძე დაიბადა 1885 წელს გურიის სოფელ კოხნარში.

   ოზურგეთის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო ქუთაისის სასულიერო სემინარიაში, სადაც სწავლის პერიოდშივე ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში და ამის გამო, 1904 წელს სემინარიიდან დაითხოვეს. ამ პერიოდიდან მთლიანად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.

   1905 წლის გურიის მოძრაობის მიზეზების გამოსაკვლევად, მეფისნაცვალმა ვორონცოვ-დაშკოვმა ადგილზე კრიმ გირეი გააგზავნა, რომელსაც პარტიული კომიტეტის დავალებით, სოფელ ნანეიშვილისეულში, თ. ჟღენტთან ერთად იოაკიმე უშვერიძე წარუდგა და ხალხის განმათავისუფლებელი მოძრაობის მიზეზები გააცნო.

    1905 წელს, ნასაკირალზე კაზაკებთან შეტაკებაში თავისი რაზმით მონაწილეობა მიიღო, რომლის დამარცხების გამო იძულებული გახდა არალეგალურ მდგომარეობაზე გადასულიყო.

   1911 წელს, ადგილობრივ ჯაშუშთა დასმენით, უშვერიძეს გადამალული თოფ-იარაღი აღმოუჩინეს, საკუთარი ზურგით ჩამოატანინეს ოზურგეთში და თვითონაც რამდენიმე ხნით ციხეში ჩასვეს. ციხიდან გამოსული იოაკიმე კიდევ უფრო მეტი მონდომებით შეუდგა რევოლუციურ მუშაობას.

   1912 წლიდან სოფელ თავსურებში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა, შემდეგ – საჭამიასერზე და ოზურგეთში, სადაც ქართულ ენასა და გალობას ასწავლიდა.

    1916 წელს იგი გახლდათ"ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ოზურგეთის განყოფილების დაარსების ინიციატორი და საზოგადოების ნამდვილი წევრი, ხოლო 1918 წლიდან თბილისის განყოფილების წევრი.

   1918 წელს იოაკიმე უშვერიძე ოზურგეთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

   1918 წელს ახლად გახსნილ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა სიტყვიერების ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ თბილისის სხვადასხვა სასწავლებელში მასწავლებლობდა და ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა.

   იოაკიმე უშვერიძეს, მე-15 შრომის სკოლაში მასწავლებლობის დროს, მოწაფეთა შორის ეროვნული გრძნობის გაღვივებისათვის დევნა დაუწყეს. ამავე პერიოდში იგი სასწავლო-საზოგადოებრივ მუშაობასაც ეწეოდა: იყო წერა-კითხვის უცოდინრობის სალიკვიდაციო სკოლის ინსტრუქტორი, მე-7 სკოლის გამგის მოადგილე, სარაიონო ადგილკომის მდივანი, შემნახველ-დამხმარე სალაროს თავმჯდომარე და სხვა.

   იაკინთე უშვერიძე 25 წლის განმავლობაში, როგორც ჭეშმარიტი პედაგოგი, თავგამოდებით ემსახურებოდა სწავლა-აღზრდის საქმეს, ყველანაირად იბრძოდა მშრომელი ხალხის გათვითცნობიერებისათვის და სამშობლო ქვეყნის სიყვარულისთვის. მისი მეუღლე გახლდათ ასევე გამოჩენილი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე ნატალია უნაფქოშვილი.

   იოაკიმე უშვერიძე გარდაიცვალა 1935 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ოზურგეთის განყოფილების ნამდვილი წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1918-1921)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: