შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
პლატონ გედევანის ძე გაჩეჩილაძე![]()
ბიოგრაფიაპლატონ გაჩეჩილაძე დაიბადა 1880 წელს ზესტაფონის მაზრის სოფელ წევაში, გედევან გაჩეჩილაძისა და პელაგია გურგენიძის ოჯახში. 1907-1908 წლებში პლატონ გაჩეჩილაძე გახლდათ იუმორისტული ჟურნალ „ეკალის“ რედაქტორ-გამომცემელი. ჟურნალი სოციალ-დემოკრატიული მიმართულებისა იყო და გარდა ლიტერატურული ნაწარმოებებისა, მასში იბეჭდებოდა პოლიტიკური სატირით გაჯერებული წერილები და სტატიები პოლიტეკონომიის თემებზე. ჟურნალი დაიხურა თბილისის გენერალ-გუბერნატორის განკარგულებით. 1908 წლიდან, თბილისში გამოდიოდა სატირულ-იუმორისტული ჟურნალი „ბზიკი“ რომლის გამომცემელი აკაკი წერეთელთან ერთად გახლდათ პლატონ გაჩეჩილაძე და რომელიც იყო ჟურნალების „ეკლისა“ და „ოხუნჯის“ გაგრძელება იყო. ჟურნალი იბეჭდებოდა ახალ ელექტრომბეჭდავ სტამბაში „სორაპანი“, რომელიც მდებარეობდა მადათოვის კუნძულზე, კნ. მუხრანსკის სახლში. პლატონ გაჩეჩილაძეს ჰყავდა მეუღლე ვარვარა ცაბაძე და შვილები: გიორგი და ოთარი. პლატონ გაჩეჩილაძე გარდაიცვალა 1965 წელს თბილისში და დაკრძალულია კუკიის სასაფლაოზე. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |