The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ელენე იოსების ასული ჭიჭინაძე

ელენე იოსების ასული ჭიჭინაძე
დაბადების თარიღი:1867  (158 წლის)
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

    ელენე ჭიჭინაძე დაიბადა 1867 წელს ქუთაისის გუბერნიის სოფელ ჭოლევში.

    1890 წელს ელენემ ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებელი დაამთავრა და იმავე წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას შეუდგა. ივანე რატიშვილთან ერთად 11 წლის განმავლობაში საკვირაო სკოლაში უფასოდ ასწავლიდა ქუთაისსა და თბილისში.

    ელენე ჭიჭინაძე პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ პერიოდულ გამოცემებთან. ჟურნალებში „ჯეჯილსა“ და „ნაკადულში“ მათი დარსებისთანავე ათავსებდა საკუთარ და ნათარგმნ მოთხრობებს.

   ელენე აქტიურად მონაწილეობდა ქართველ ქალთა წრეში, რომლის ნაშრომი „საბავშვო ზღაპრები“ ალექსანდრე ჯაბადარმა გამოსცა.

   1897 წლის 4 იანვარს, კავკავის ქართული სკოლის დარბაზში, ელენე ჭიჭინაძის მეთავეობითა და ელისაბედ მოზდოკელოვის მონაწილეობით გაიმართა საცეკვაო საღამო, რომლის შემოსავალიც მთლიანად გადაეცა კავკავის ქართულ სკოლას.

    ელენე დაუღალავად მუშაობდა ხალხის საგანმანათლებლო ასპარეზზე. სოფლებში გზავნიდა სახალხო რევოლუციურ და პროგრესული შინაარსის წიგნებსა და გაზეთებს, დააარსა წიგნთსაცავ-სამკითხველო, მართავდა წარმოდგენებს და ჭოლევში საკვირაო სკოლა გახსნა.

   საგანმანათლებლო საქმიანიბასთან ერთად ელენე ჭიჭინაძე მეტნაკლებად  ჩართული იყო პარტიულ საქმიანობაში. იგი ტექნიკურ დავალებებს უსრულებდა სოციალ-დემოკრატებისა და სოციალ-ფედერალისტების არალეგალურ წრეებს.

    ელენე ჭიჭინაძის გარდაცვალების თარიღი უცნობია.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1916-)

გააზიარე: