The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ნიკოლოზ დავითის ძე ფხალაძე

ნიკოლოზ დავითის ძე ფხალაძე
Date of birth:30 October, 1883  (141 years)
Date of death:192?
Category:Religious leader

Biography

    ნიკოლოზ ფხალაძე დაიბადა 1883 წლის 30 ოქტომბერს გლეხის ოჯახში,

    1900 წელს თელავის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა, ჩააბარა სპეციალური გამოცდები და მასწავლებლის მოწმობა მიიღო. მუშაობა დაიწყო კალაურის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში.

   1906 წელს სიღნაღის მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის მედავითნედ დაინიშნა და 1907 წელს დიაკვნად აკურთხეს.

   1908 წელს ნიკოლოზმა სამღვდელო კომისია გაიარა, იმავე წლის დეკემბერში მღვდლად დაასხეს ხელი და შიბლიანის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში განამწესეს.

   1914 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.

   1915 წლიდან მამა ნიკოლოზი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.

   1915 წელს ქოდალოს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძარში გადაიყვანეს.

   1921 წელს მღვდელი ნიკოლოზი საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მე-3 საეკლესიო კრებას ესწრებოდა.  ჰყავდა მეუღლე სოფიო ლაზარეს ასული და შვილები: ქსენია, ვლადიმერი და თამარი.

   მღვდელი ნიკოლოზის ცხოვრების შემდგომი ბედი უცნობია. სავარაუდოდ, გარდაიცვალა 1920-იანი წლების ბოლოს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1915-1917)

Bibliography


Share: