The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



სვიმონ იაგორის ძე ჭიაბრიშვილი

სვიმონ იაგორის ძე ჭიაბრიშვილი
ოფიციალური სახელი:სიმონ (ნასყიდ) იაგორის ძე ჭიაბრიშვილი
დაბადების თარიღი:1881
გარდაცვ. თარიღი:20 მაისი, 1923  (42 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:უცნობია (დახვრეტილი)
კატეგორია:პოლიტიკოსი, რეპრესირებული, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

   სიმონ ნასყიდაშვილი დაიბადა 1881 წელს დუშეთში. იგი იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის და სამხედრო ცენტრის წევრი.

   1914 წლიდან გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოები" დუშეთის განყოფილების დამფუძნებელი წევრი.

   1922 წელს დუშეთში მონაწილეობდა ანტისაბჭოთა რაზმების ორგანიზებასა და აჯანყებაში.

   1923 წელს დააპატიმრეს და გაასამართლეს ანტი-საბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის და სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიუსაჯესსხვადასხვა წყაროს თანახმადგანაჩენი იმავე წლის 20 მაისს თბილისში, დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე სისრულეში იქნა მოყვანილი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დუშეთის განყოფილების დამფუძნებელი წევრი (1914-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1917-)

გააზიარე: