The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



პეტრე ალმასხანის ძე ურუშაძე

პეტრე ალმასხანის ძე ურუშაძე
Date of birth:18??
Category:Medical Doctor

Biography

    პეტრე ურუშაძე დაიბადა ალმასხან შერვაშიძის მრავალშვილიან ოჯახში. მისი ნამდვილი გვარი შერვაშიძე იყო. მამამისს აფხაზეთში რუსების შესვლის მერე გამოქცევა მოუწია და მას შემდეგ ურუშაძის გვარით ცხოვრობდნენ.

    პეტრე ურუშაძის დედმამიშვილები 1930-იან წლებში თითქმის ყველა დახვრიტეს. თავის დროზე ალმასხანმა, ყველა შვილს საუკეთესო განათლება მისცა, მაგრამ კომუნისტების მიერ გამოცხადებულ ნადირობისაგან ვერ იხსნა. ერთადერთი ამ ტერორს ივანე გადაურჩა, რადგანაც იგი იყო ექიმი და არაერთი შინსახკომის თანამშრომელი ჰყავდა განკურნებული.

    ივანე ურუშაძემ თავის შვილებს სასტიკად აუკრძალა ოჯახის ისტორიასა და წარმომავლობაზე ლაპარაკი.

    პეტრე ურუშაძის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღები უცნობია.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-1922)

Bibliography


Share: