Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
გრიგოლ (გიგო) საბას ძე კუკავა![]()
Biographyგრიგოლ კუკავა დაიბადა 1875 წელს ზუგდიდის მაზრის სოფელ ხეთაში. გიგომ საშუალო განათლების მიღების შემდეგ სწავლა მოსკოვის ლილიენტალის საბუღალტრო კურსებზე გააგრძელა, რომელიც 1887 წელს დაამთავრა და სამშობლოში დაბრუნდა, სადაც თბილისის სხვადასხვა დაწესებულებებში ბუღალტრად მუშაობდა. 1888–1890 წლებში გიგო თბილისის ორწლიან სასწავლებელში სწავლობდა. 1914 წელს პეტროგრადის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს. 1916 წლიდან გიგო გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" წევრი. 1924 წელს გიგო კუკავამ სამოქალაქო ქორწინება გააფორმა დარია (დაშა) კანდელაკზე, რომელთანაც ამ ქორწინებამდე ჯვარდაწერილი იყო და ჰყავდათ ქალიშვილი თამარ კუკავა, რომელიც 1921 წელს იყო დაბადებული და რომელიც პროფესიით ფილოსოფოსი გახლდათ. 1930 წლიდან გიგო კუკავა გახლდათ ინვალიდი პენსიონერი და იგი რკინიგზის საავადმყოფოში უზრუნველყოფილი იყო უფასო სამედიცინო მომსახურებით. გიგო კუკავა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა 1940-იან წლებში 70 წლის ასაკში. Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |