The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



სვიმონ გრიგოლის ძე ბუკია

სვიმონ გრიგოლის ძე ბუკია
ოფიციალური სახელი:სიმონ გიორგის ძე ბუკია
სხვა სახელი:ს. ბუკნარელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1889
გარდაცვ. თარიღი:30 აგვისტო, 1924  (35 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:უცნობია (დახვრეტილი)
კატეგორია:ჟურნალისტი, რეპრესირებული

ბიოგრაფია

    სიმონ ბუკია დაიბადა 1889 წელს გურიის სიფელ ბუკნარში, ღარიბი გლეხის ოჯახში. მამა ადრე გარდაეცვალა და დედა ობლობასა და გაჭირვებაში ზრდიდა.

    1910 წელს სიმონი ვოლინის გუბერნიაში სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, სადაც სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციებს აწყობდა და მეფის მთავრობის წინააღმდეგ რევოლუციურ მუშაობას აწარმოებდა. ტრამვაიზე მუშად ყოფნის დროს,  პირველმაისობაში აქტიური მონაწილეობისთვის ჟანდარმების განკარგულებით ექვსი თვე ციხეშიც იჯდა.

    1914 წელს, სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ, სიმონი გაზეთ „ფიქრის“ რედაქტორად მუშაობდა, რომელიც ვლადიმერ ახმეტელაშვილის ხელმძღვანელობით გამოდიოდა. მალევე მთავრობამ გაზეთი დახურა, ხოლო სიმონ ბუკია დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს. სხვადასხვა დროს იგი „ეშმაკის მათრახში“ და „თეატრი და ცხოვრებაში“ თანამშრომლობდა. იგი თბილისის მუშებში დიდი ნდობით სარგებლობდა.

    სიმონ ბუკია დახვრიტეს 1924 წლის 30 აგვისტოს 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობისათვის.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მენშევიკური პარტია, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1917-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: