The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



სიმონ ქაიხოსროს ძე აბაშიძე (თავადი)

სიმონ ქაიხოსროს ძე აბაშიძე
დაბადების თარიღი:21 იანვარი, 1836
გარდაცვ. თარიღი:18 ნოემბერი, 1891  (55 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

    სიმონ აბაშიძე-გორლენკო დაიბადა 1836 წლის 21 იანვარს.

    1877–1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის მონაწილე, საკავალერიო პოლკის მეთაური 1879-1882 წლებში.

    1882 წელს მიიღო გენერალ-მაიორის ჩინი.

    1874 წლიდან შეიერთა სიმამრის გვარი - გორლენკო.

     სიმონ აბაშიძე 1880 წლიდან გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დამფუძნებელი წევრი. 1881 წელს 20 მანეთი გადაიხადა საწევრო და 1887 წლისთვის მას სულ შეტანილი ჰქონდა 120 მანეთი.

    მეუღლე - ადელაიდა სიმონის ასული გორლენკო (აზნაური) და ჰყავდათ ქალიშვილი - ნინო სიმონის ასული აბაშიძე (ბარონესა).

   სიმონ ქაიხოსროს ძე აბაშიძე-გორლენკო გარდაიცვალა 1891 წლის 18 ნოემბერს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამფუძნებელი წევრი (1880-1891)

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:სანკტ–პეტერბურგი

გააზიარე: