შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
ელისაბედ (ლიზა) ნიკოლოზის ასული ყაზბეგი![]()
ბიოგრაფიაელისაბედ ყაზბეგი დაიბადა 1844 წელს დაბა სტეფანწმინდაში პოდპორუჩიკ ნიკოლოზ ყაზბეგისა და სალომე დუდაროვას ოჯახში. მისი პაპა იყო სტეფანწმინდის მოურავი და ხევის გამგებელი გაბრიელ ყაზბეგი. იგი გახლდათ გენერალ გიორგი ყაზბეგის და. ელისაბედმა პეტერბურგში საბებიო სასწავლებელი დაამთავრა. 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის დროს იგი მოხალისედ მუშაობდა ოზურგეთის „რიონის რაზმის“ ლაზარეთში მოწყალების დად. 1879-1880 წლებში ელისაბედ ყაზბეგი "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" პროტოკოლის მიხედვით, საზოგადოების დამხმარე წევრი იყო ახალციხეში. 1885 წლიდან ელისაბედი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი. 1897 წელს ელისაბედ ყაზბეგმა "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" წიგნსაცავს შესწირა ძველი სიგელ-გუჯრები, წიგნები. ფული, პორტრეტები, არქეოლოგიური ნივთები და სხვა. ელისაბედ ყაზბეგი გარდაიცვალა 1915 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |