The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ილარიონ ეგნატეს ძე გერსამია

ილარიონ ეგნატეს ძე გერსამია
დაბადების თარიღი:1843
გარდაცვ. თარიღი:1 აგვისტო, 1888  (45 წლის ასაკში)
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

   ილარიონ გერსამია დაიბადა 1843 წელს ლეჩხუმში, მღვდლის ოჯახში. სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, რომლის დასრულების შემდეგ, იმერეთის საეპარქიო კანცელარიაში საქმის მწარმოებლად დაიწყო მუშაობა. წლების განმავლობაში წიგნის მკითხველად და დიაკვნად მსახურობდა.

  1867 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) მღვდლად დაასხა ხელი და სვანეთში, მესტიის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში განამწესა.

  1874 წელს ლაილაშის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს, ხოლო 1876 წელს ლაილაშის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა.

  1880 წელს კამილავკა ეწყალობა.

  1886 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი უბოძეს.

  1888 წელს ქუთაისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად დაინიშნა და ამავე წლის აღდგომას ეკლესიაში ერთგული და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის წმ. ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

  1888 წლის 31 ივლისს მღვდელი ილარიონი თავის სახლში ავაზაკებმა სასიკვდილოთ დაჭრეს და მეორე დღეს გარდაიცვალა.

   მღვდელი ილარიონი გახლდათ წილკნელი ეპისკოპოსის ალექსი გერსამიას მამა

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1886-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1888 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • 1886 - სამკერდე ოქროს ჯვარი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: