The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



იოსებ დავითის ძე ახალშენიშვილი (დეკანოზი)

იოსებ დავითის ძე ახალშენიშვილი
დაბადების თარიღი:4 ოქტომბერი, 1852  (171 წლის)
გარდაცვ. თარიღი:193?
კატეგორია:პედაგოგი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

   იოსებ ახალშენიშვილი დაიბადა 1852 წლის 4 ოქტომბერს სიღნაღის მაზრის სოფელ გურჯაანში მედავითნის ოჯახში.

   იოსები სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში, საიდანაც ავადმყოფობის გამო მესამე კლასიდან გამოვიდა. საღმრთო ისტორია და საეკლესიო ტიპიკონი ხირსის მონასტერში შეისწავლა.

   1868 წელს გომის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.

   1871 წელს თბილისის ფერისცვალების სახელობის მონასტერში გადაიყვანეს.

   1872 წელს ანჩისხატის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში განამწესეს.

   1879 წელს თბილისის რეალურ სასწავლებელში ქართული ენის პედაგოგად დაინიშნა, სადაც 1883 წლამდე ასწავლიდა. 

   1880 წლიდან მამა იოსები გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩანმული საზოგადოების საქმიანობაში.

   1881 წელს დიაკვნად აკურთხეს. ერთი წლის შემდეგ მღვდლად დაასხეს ხელი და ფხოველის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში დაადგინეს.

   1887 წელს მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა.

   1889 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.

   1897 წელს რუსეთის იმპერიაში ჩატარებული საყოველთაო აღწერაში მონაწილეობისთვის სამახსოვრო მედალი უბოძეს.

   1891 წლიდან 1900 წლამდე სიღნაღის მაზრის მე-3 ოლქის სამთავარხუცესო საბჭოს წევრი გახლდთ.

   1895-1900 წლებში სიღნაღის მაზრის საოლქო დეპუტატი იყო.

   1899 წელს სკუფია უბოძეს.

   1900 წელს ზემო მაჩხაანის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში გადაიყვანეს და მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადეს.

   1902 წელს ზემო მაჩხაანის სამრევლო-საეკლესიო სკოლის გალობის მასწავლებლად დაინიშნა.

   1903 წელს გურჯაანის მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაში დაინიშნა და ამავე წელს კამილავკა ეწყალობა.

   1903 წელს გურჯაანის სახალხო სკოლაში საღვთო სჯულის მასწავლებლად განამწესეს, სადაც 1910 წლამდე მუშაობდა.

   1903 წელს გურჯაანის სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის მასწავლებლად აირჩიეს.

   1907, 1908 და 1909 წლებში სამღვდელოების დეპუტატი იყო საეპარქიო სხდომებზე.

   1907 წელს სამთავრხუცესო საბჭოს წევრად აირჩიეს.

   1910 წელს ოლქის სამღვდელობის სულიერ მოძღვრად დაინიშნა.

   1905-1908 წლებში თელავის სასულიერო სასწავლებელში სარევიზიო კომისიის წევრი იყო.

   1908 წელს საეპარქიო სასწავლო მმართველობამ სასწავლო დარგში ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის მადლობის ფურცელი უბოძა.

   1909 წელს მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა.

   1909 წელს სკოლებში 30-წლიანი დამსახურებული მოღვაწეობისათვის მადლობა გამოუცხადეს.

   1910 წელს ეგზარქოსმა ინოკენტიმ (ბელიაევი) სკოლაში და ეკლესიაში მრავალწლიანი ნაყოფიერი სამსახურისათვის მადლობა გამოუცხადა.

   1911 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო.

   1918 წელს გურჯაანის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა და დეკანოზის წოდება მიენიჭა.

   1925 წლის აღწერის დროს კვლავ იხსენიება მოქმედი სამღვდელოების რიგებში. ჰყავდა მეუღლე ევპრაქსია პეტრეს ასული. 

   1927 წელს ენქერით დაჯილდოვდა.

   მამა იოსების შემდგომი ბედი უცნობია. სავარაუდოდ გარდაიცვალა 1930-იან წლებში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1880-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1911 - სამკერდე ოქროს ჯვარი
  • 1897 - სამახსოვრო მედალი
    რუსეთის იმპერიაში ჩატარებული საყოველთაო აღწერაში მონაწილეობისთვის

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    მისამართი:თბილისი, რეალური სასწავლებელი

გააზიარე: