შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
გერასიმე ალექსის ძე ნუცუბიძე![]()
ბიოგრაფიაგერასიმე ნუცუბიძე დაიბადა 1874 წლის 5 მარტს ქუთაისის მაზრის სოფელ დიდი ჯიხაიშში გლეხის ოჯახში. 1897 წელს თბილისის სასულიერო სემინარია დაამთავრა და იმავე წლიდან ორი წლის განმავლობაში ჩიბათის ორკლასიანი სკოლაში პედაგოგად მუშაობდა. 1899 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა, ამავე წელს მღვდლად დაასხა ხელი და მელოურის მთავარანგელოზთა ტაძარში განამწესა. 1900-1904 წლებში კულაშის ორკლასიან სკოლაში საღვთო სჯულის პედაგოგად მუშაობდა. 1903-1905 წლებში ოლქის სამღვდელოებამ დიაკვანი გერასიმე საეპარქიო სხდომაზე დამსწრე დეპუტატად აირჩია. 1904 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა და 1905 წელს დიდი ჯიხაიშის (სერგიეთი) წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გადაიყვანეს. 1906 წელს დიდი ჯიხაიშის ქალთა ორკლასიანი სკოლაში საღვთო სჯულს ასწავლიდა. 1908 წლიდან გერასიმე ნუცუბიძე გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დიდი ჯიხაიშის ბიბლიოთეკის გამგე. 1917 წელს, როგორც იმერეთის ეპარქიის დელეგატი, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებას ესწრებოდა. ამავე წელს ხონის ოლქის მთავარხუცესად განამწესეს. 1922 წელს კომუნისტების მიერ ეკლესიებში არსებული ქონების საყოველთაო აღწერის დროს გერასიმე ნუცუბიძე ისევ დიდი ჯიხაიშის სერგიეთის ტაძრის წინამძღვრად არის ნახსენები. 1923 წელს დიაკვანმა ანაფორა გაიხადა. 1928 წელს გერასიმე ნუცუბიძე საარჩევნო ხმის უფლებას ითხოვდა. მის გრაფაში ჩაწერილი იყო: "ხუთი წელია თავი გაანება მღვდლობას და ეწევა საბჭოთა ხელისუფლების სასარგებლო მუშაობას". 1928 წლის 28 ივნისის საქართველოს რესპუბლიკის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის დადგენილებით (ოქმი N13, მუხ. 2) უარი ეთქვა საარჩევნო ხმის უფლებების აღდგენაზე, მაგრამ საბოლოოდ მაინც აღადგინეს. დიაკვან გერასიმეს ჰყავდა მეუღლე - ნეონილა ნესტორის ასული და შვილები: გრიგოლი, მარიამი, ქეთევანი, ნიკოლოზი და ალექსი. გერასიმე ნუცუბიძე ათეული წლები დიდი ჯიხაიშის საშუალო სკოლაში რუსული ენის პედაგოგად მუშაობდა. დეკანოზის გარდაცვალების თარიღი უცნობია. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |