The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



იასონ სოლომონის ძე ოქროპირიძე (დეკანოზი)

იასონ სოლომონის ძე ოქროპირიძე
დაბადების თარიღი:1 ოქტომბერი, 1859
გარდაცვ. თარიღი:5 მარტი, 1919  (59 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქარელის ეკლესიის ეზო
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

     იასონ ოქროპირიძე დაიბადა 1859 წელს გორის მაზრის სოფელ არაშენდაში მღვდლის ოჯახში. იგი გახლდათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის - ლეონიდეს უფროსი ძმა.  

    იასონმა გორის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა და 1887 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, რომელიც 1883 წელს დაამთავრა. იმავე წელს დიაკვნად აკურთხეს, მალევე მღვდლად დაასხეს ხელი და დუშეთის მაზრაში, სოფელ ჭართლის წმ. გიორგის ტაძარში დაინიშნა.

    1886 წელს მამა იასონი დუშეთის მაზრის მე-2 ოლქის სამღვდელოებამ ეპარქიალურ და თბილისში სასწავლო საოლქო კრებებზე დამსწრე დეპუტატად გამოარჩია და ამ პოსტზე 1892 წლამდე მსახურობდა. ამავე 1886 წელს გრემისხევის წმ. დიდმოწამე მარინეს ტაძარში დაინიშნა, ხოლო 1887 წელს დუშეთის მაზრის მე-2 ოლქის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად აირჩიეს და საგვერდულით დააჯილდოვეს.

    1889 წელს მამა იასონი დუშეთის მაზრის მე-2 ოლქის მთავარხუცესის მოადგილედ დაადგინეს, ხოლო 1891 წელს მთავარხუცესად დაინიშნა. 1894 წლიდან გორის მაზრის სოფელ ზემო ხვედურეთის წმ. გიორგის ტაძარში მსახურობდა. 1895 წელს სკუფია უბოძეს და პარალელურად ქვემო ხვედურეთის ეკლესიის მშენებლობის ხელმძღვანელობა ჩააბარეს, ჩამოყალიბდა კომისია და იგი ამ კომისიის თავჯდომარედ აირჩიეს. ტაძარი აშენდა და 1901 წელს იკურთხა კიდეც.

    1897 წლის 16 აგვისტოს გორის მაზრის პირველი ოლქის სამღვდელოების კრებაზე სხვა ორ სასულიერო პირთან ერთად გორის სანთლის ქარხანაში რევიზიაზე მიავლინეს, ხოლო 1898 წელს გორის მაზრის ამავე ოლქის სამღვდელოებამ გორის სასწავლო კრებებზე სამი წლის ვადით დეპუტატად აირჩია. 1899 წელს ესწრებოდა თბილისში გამართულ საეპარქიო კრებასაც.

   1900 წელს მამა იასონი საქართველოს ეპარქიალური სასწავლო საბჭოს გორის მაზრის განყოფილების წევრად აირჩიეს, სადაც 1904 წლამდე მოღვაწეობდა. იმავე 1900 წელს ქარელის ცხოველსმყოფელი ჯვრის ტაძარში მღვდლად დაადგინეს და 1901 წელს ქარელის სამრევლო-საეკლესიო სკოლის ახალი შენობის აგება დაევალა.

    1901 წელს მამა იასონს კამილავკა ეწყალობა და გორის მაზრის მე-4 ოლქის სამღვდელოებამ საეპარქიო და სასწავლო სხდომებზე დამსწრე დეპუტატად აირჩია, ხოლო ამავე სამღვდელოებამ  1904 წელს ოლქის მთავარხუცესის მოვალეობის შემსრულებლად დაამტკიცა. ამ თანამდებობაზე იგი 1907 წელს მეორედაც აირჩიეს.

    1908 ელს საეპარქიო კრებაზე ისევ გააგზავნეს დეპუტატად და 1910 წელს სამკრედე ოქროს ჯვარი მიიღო. 1911 ელს მამა იასონი გადადგა მთავარხუცესიის თანამდებობიდან.

    1918 ელს ურბნელმა ეპისკოპოსმა დავითმა (კაჭახიძე) ეკლესიაში ერთგული და დამსახურებული მოღვაწეობის გამო დეკანოზის წოდება მიანიჭა.

    დეკანოზი იასონი 1919 წლის 5 მარტს გარდაიცვალა და დაკრძალულია ქარელის ეკლესიის ეზოში

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქარელის ბიბლიოთეკის გამგე (1908-)

გააზიარე: