The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



იუსტინე ვასილის ძე მამფორია (დეკანოზი)

იუსტინე ვასილის ძე მამფორია
დაბადების თარიღი:1850
გარდაცვ. თარიღი:30 იანვარი, 1929  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელი ტობანიერი
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

     იუსტინე მამფორია დაიბადა 1850 წელს ქუთაისის მაზრის სოფელ შუამთაში, მღვდელ ვასილ მამფორიასა და თებრონია ნადირაძის ოჯახში.

    1877 წელს თბილისის სასულიერო სემინარია დაამთავრა და იმავე წელს თელავის სასულიერო სასწავლებელში მათემატიკის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა, ხოლო 1881-1882 წლებში ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში უფროს კლასელებს ასწავლიდა მათემატიკას.

    1882 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა, ამავე წელს მღვდლად დაასხა ხელი და შუამთის ქედის წმინდა გიორგის ეკლესიაში განამწესა.

    1887 წელს მღვდელი იუსტინე საგვერდულით დაჯილდოვდა.

    1889-1902 წლებში ვანის ოლქის სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურისა და მთავარხუცესის მოვალეობას ასრულებდას.

    1891 წელს სკუფია უბოძეს. იმავე წელს იმერეთის ეპარქიის სამზრუნველოს წევრად განამწესე.

    1895 წელს კამილავკა ეწყალობა,ხოლო 1899 წელს სამკერდე ოქროს ჯვრით დააჯილდოეს.

    1906 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა.

    1920 და 1921 წლებში, როგორც იმერეთის ეპარქიის დელეგატი, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მეორე და მესამე საეკლესიო კრებას ესწრებოდა.

    1922 წელს, კომუნისტების მიერ ეკლესიებში არსებული ქონების საყოველთაო აღწერის დროს, ქედის წმინდა გიორგის ეკლესიის გარდა, ტობანიერის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის წინამძღვრადაც იხსენიება.

    დეკანოზი იუსტინე, 1929 წლის 30 იანვარს, ეკლესია ჩამორთმეული და მრევლგაფანტული, მწუხარებისაგან სოფელ ტობანიერში საკუთარ სახლში გარდაიცვალა და დაკრძალეს სოფლის სასაფლაოზე. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ტობანიერის ბიბლიოთეკის გამგე (1908-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1899 - სამკერდე ოქროს ჯვარი

გააზიარე: