შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
ბესარიონ ფილიმონის ძე მელაძე![]()
ბიოგრაფიაბესარიონ მელაძე დაიბადა1872 წელს დაიბადა მღვდლის ოჯახში. 1895 წელს კიევის სასულიერო სემინარია დაამთავრა და იმავე წელს მათხოჯის სამრევლო-საეკლესიო სკოლის უშტატო მასწავლებლად დაინიშნა. 1896 წელს შტატში დაადგინეს. 1897 წელს იმერეთის ეპარქიის დროებითმა მმართველმა, ალავერდელმა ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა,მალევე მღვდლად დაასხა ხელი და ივანდიდის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში განამწესა. 1902-1907 წლებში ხონის ოლქის სამღვდელოების მხრიდან იყო სასულიერო დეპუტატი. 1903 წელს მათხოჯის წმინდა ბასილი დიდის სახელობის ტაძრის მეორე მღვდლად გადაიყვანეს. ამავე წელს ჭაგნის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის მეორე მღვდლად განამწესეს. 1904 წელს საგვერდულით დაჯიდლოვდა და ჭაგნის სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედ დაინიშნა. 1906-1907 წლებში კულაშის ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ დაინიშნა. 1907 წელს სკუფია უბოძე და ისევ მათხოჯის ტაძარში გადაიყვანეს. მამა ბესარიონი 1908 წლიდან გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" მათხოჯის ბიბლიოთეკის გამგე და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში. 1912 წელს კულაშის ორკლასიანი ნორმალური სასწავლებლის საღვთო სჯულის პედაგოგად დაადგინეს და იმავე წელს ხუნჯულაურის მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. პარალელურად, ხუნჯულაურის სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის პედაგოგად დაინიშნა. 1914 წელს კამილავკა ეწყალობა. 1921 წელს ანაფორა გაიხადა და პედაგოგის სამსახური შეითავსა. ასწავლიდა მეორე ილორის (აბაშის რაიონი) არასრულ საშუალო სკოლაში, სადაც 1929 წლამდე იმსახურა. 1929 წლიდან სოფელში ფიზიკურ შრომას ეწეოდა. ცოცხალი ჩანს 1939 წელს, ამ წელს წერილს უგზავნის იოსებ ბესარიონის ძე სტალინს და სთხოვს დახმარებას. ჰყავდა მეუღლე მატრონა თეოდორეს ასული და შვილი ბიძინა. მამა ბესარიონის გარდაცვალების თარიღი უცნობია, სავარაუდოდ, 1940-იან წლებში. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |