შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
დავით სტეფანეს ძე დვალი![]()
ბიოგრაფიადავით დვალი დაიბადა 1875 წელს რაჭის რაიონის სოფელ პატარა ონში. 1882 წლიდან ზეინკლად მუშაობდა თბილისის რკინიგზის სახელოსნოებში. 1896 წლიდან მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში და 1902 წლიდან იყო მუშათა გაფიცვების ერთ-ერთი ორგანიზატორი, თბილისის რკინიგზის პირველი მარქსისტული წრის წევრი. 1905 წლიდან, დავით დვალი თავისი ძმის, ალექსის სახლში პარტიულ არალეგალურ კრებებსა და შეხვედრებს მართავდა, რაშიც მას დიდ დახმარებას უწევდნენ, მეუღლე ვალენტინა ლომთაძე და რძალი რესიმე დვალი, რევოლუციონერთა იარაღს ინახავდა სახლში. 1905 წელს ამბაკო ჭელიძესთან ერთად თბილისში დააარსა რაჭა-ლეჩხუმის დამხმარე სოციალ-დემოკრატიული ჯგუფი, რომლის გამგეობის წევრიც თავად იყო და პარტიის სალაროსა და ფინანსებს განაგებდა. 1906 და 1909 წლებში დააპატიმრეს, როგორც მებრძოლი რაზმის წევრი და არალეგალური რევოლუციური ლიტერატურის გამავრცელებელი. ამიერკავკასიის სამხედრო-საოლქო სასამართლომ ოთხი წლით კატორღა მიუსაჯა, გადასახლებაში გაჰყვა მეუღლეც. 1913 წელს, განთავისუფლების შემდე,გ საცხოვრებლად ირკუტსკის გუბერნიაში გაგზავნეს, სადაც კვლავ აგრძელებდა რევოლუციურ მუშაობას. 1917 წელს, თებერვლის რევოლუციის შემდეგ, საბოლოოდ გათავიოსუფლდა და არჩეული იქნა თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს წევრად. 1924 წელს, საბჭოთა ხელისუფლების დროს, როგორც მენშევიკი დააპატიმრეს აგვისტოს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით, გამოუტანეს სასჯელის უმაძღლესი ზომა და იმავე წლის 1 სექტემბერს დახვრიტეს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |