The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



შალვა ზურაბის ძე ელიავა

შალვა ზურაბის ძე ელიავა
სხვა სახელი:კოჭლ-კომიტეტი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1885
გარდაცვ. თარიღი:1937  (52 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:უცნობია (დახვრეტილი)
კატეგორია:პოლიტიკოსი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

    შალვა  ელიავა დაიბადა 1885 წელს იმერეთის სოფელ ღანირში.

    1904 წლიდან სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში შევიდა და სტუდენტებს შორის რევოლუციურ მუშაობას ეწეოდა  საქართველოსა და რუსეთში ამ საქმიანობისთვის არაერთგზის იქნა დაპატიმრებული.

    1912-1914 წლებში გაზეთ „პრავდაში“ თანამშრომლობდა. 1914 წლიდან „ტრეუგოლნიკის“  ქარხნის საავადმყოფო სალაროში მუშაობდა.

   1914 წლის შემოდგომაზე შალვა ელიავა დააპატიმრეს და გადასახლებულ იქნა ვოლოგდის გუბერნიაში, სადაც თებერვლის რევოლუციის შემდეგ ვოლოგდის საბჭოს თავმჯდომარედ იქნა არჩეული, ხოლო ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ – ვოლოგდის გუბერნიის აღმასკომის თავმჯდომარედ და 1918 წლის ბოლოდან კი სახვაჭრობის კოლეგიის წევრად.

    1919 წლიდან შალვა ელიავა წითელ არმიაში მსახურობდა და 1-ლი და მე-9 ლაშქრების რევოლუციურ-სამხედრო საბჭოს წევრი იყო, 1921 წლიდან – საქართველოსა და ამიერკავკასიის საზღვაო-სამხედრო კომისარი გახლდათ, ხოლო, 1923 წლიდან 1931 წლამდე საქართველოს სახკომსაბჭოს თავმჯდომარე. 1931 წლიდან – რსსს სახკომსაბჭოს რწმუნებული ხორცის დამზადების დარგში, შემდეგ საგარეო ვაჭრობის კომისრის მოადგილე.

    შალვა ელიავა იყო საკავშირო კომპარტიის (ბ) ცკ-ს წევრობის კანდიდატი და რსსს ცკ-ს წევრი.

    1937 წელს, კონტრევოლუციური საქმიანობის გამო, შალვა ელიავა პარტიიდან გარიცხეს. ამ დროს იგი სსრკ-ის მსუბუქი მრეწველობის სახალხო კომისრის მოადგილე გახლდათ და ბრალად დაედო, რომ იყო მემარჯვენეთა კ/რ ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი საქართველოში. იყო რა უშუალოდ დაკავშირებული მემარჯვენეთა საკავშირო კ/რ ცენტრთან, მონაწილეობდა ტერაქტების მომზადებაში საბჭოთა მთავრობისა და საკავშირო კპ (ბ)-ს ხელმძღვანელების წინააღმდეგ. კავშირი ჰქონდა საკავშირო კ/რ სამხედრო ცენტრთან და ეწეოდა აქტიურ ჯაშუშურ-სადაზვერვო საქმიანობას ზოგიერთი უცხოური სახელმწიფოს სასარგებლოდ.

   1937 წელს შალვა ელიავას მიესაჯა დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაციით.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1908-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: