შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
ანა ანდრიას ასული ფორაქიშვილი![]()
ბიოგრაფიაანა კაპანაძე დაიბადა 1886 წლის 8 აგვისტოს თბილისში. 1905 წელს დაამთავრა ეკატერინე გაბაშვილის ქართველ ქალთა თბილისის ჭრა-კერვის სკოლა, ხოლო 1913 წელს ქალაქ ტვერის სამრეწველო კურსები და მალევე, თბილისში, თავად გახსნა ჭრა-კერვის სკოლა. 1907 წელს, საკუთარი თაოსნობით, ავლაბარში დააფუძნა ქართული წიგნთსაცავი-სამკითხველო. 1908 წლიდან ანა კაპანაძე გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი. 1908 წელს, თბილისში „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წიგნთსაცავ-სამკითხველოში სამსახურის დროს, გამოსცა ალმანახი „მოწაფის“ ორი ნომერი, რომელშიაც, უმთავრესად, დამწყები მწერლების ნაწერებს ბეჭდავდა. 1909 წელს ანა კაპანაძე თბილისის უსინათლოთა სკოლაში ქართულ ენას ასწავლიდა. 1915 წელს საგარეჯოში საფეიქრო სკოლა დააფუძნა, სადაც 16 მოწაფე გამოზარდა ფეიქარ-მასწავლებლად. აქვე დააარსა საფეიქრო ქარხანა. ანა კაპანაძე აზერბაიჯანის ქალაქ ყუბაში მსახურობდა, სადაც იქაურებს ხალიჩების ქსოვას, სამღებრო საქმეს და ფეიქრობას ასწავლიდა. ყუბადან გიორგი ყაზბეგმა სტეფანწმინდაში გადაიყვანა. ანა კაპანაძე-ფორაქიშვილის გარდაცვალების თარიღი უცნობია. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |