The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ესტატე ბესარიონის ძე შუშანია

ესტატე ბესარიონის ძე შუშანია
დაბადების თარიღი:1871
გარდაცვ. თარიღი:21 იანვარი, 1931  (60 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   ესტატე  შუშანია დაიბადა 1871 წელს სამეგრელოს სოფელ ხეთაში.

   ესტატემ სენაკის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა, რომელიც 1891 წელს დაამთავრა.

    1891 წელს გურია-სამეგრელოს ეპარქიის სასწავლო ოლქის საბჭომ, ესტატე შუშანიას დიდი ძალისხმევით, ერთკლასიანი  (სამწლიანი) სამრევლო სკოლა გახსნა სოფელ ხეთის საკვიკვინიოს უბანში, წმინდა სოფიოს სახელობის ეკლესიასთან. ესტატეს მამისეული მამულიდან ჩამოუჭრია მიწის ნაკვეთი და საკუთარი ხარჯებით აუშენებია სკოლა, შეუძენია წიგნები, რვეულები, ინვენტარი, მოუწვევია პედაგოგები, რომლებსაც ხელფასს უხდიდა.

   "ესტატეს სკოლაში" სწავლება მაღალ დონეზე მიმდინარეობდა. გაზეთ "კვალის" რედაქტორის, ანასტასია თუმანიშვილის სიტყვებით: "ეს სკოლა ყოველმხრივ სასურველ წარმატებაში შევიდა. აქ სათანადოდ არის დაყენებული ქართული და რუსული ენის სწავლება, რაც დაამტკიცა შეგირდთა წლიურმა გამოცდამ. ეს სკოლა ღირსია ჩვენი საზოგადოების დახმარებისა და თანაგრძნობისა. მასწავლებელი ე. შუშანია დაუღალავად ზრუნავს იმაზე, რომ ახალგაზრდობას შეასწავლოს დედა ენა. მან გახსნა აგრეთვე  საკვირაო სკოლა და დასვენების დღეს მოზრდილთა სწავლას ანდომებს."

   ესტატე შუშანიას სამრევლო სკოლა "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" გეგმით ახორციელებდა საგანმანათლებლო საქმინაობას.

   ესტატეს მოღვაწეობა მხოლოდ ამ სკოლით არ შემოიფარგლებოდა. იგი სხვადასხვა დროს  მუშაობდა ძველი სენაკის სათავადაზნაურო სასწავლებელში და ხობის მონასტერთან არსებულ სკოლაში.

   1905 წლიდან ესტატე შუშანია ძველი სენაკის სკოლაში საღვთო სჯულის მასწავლებლად მუშაობდა.

   1915 წლიდან ესტატე შუშანია ხორგის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორად დაინიშნა. 

   1918 წლიდან ესტატე შუშანია სამეგრელოს სოფელ ხორგას უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგედ მუშაობდა.

   1920 წლიდან ესტატე შუშანია სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე ხეთის ცხრაწლიან შრომის სკოლაში მოშაობდა.

   ესტატე შუშანია გარდაიცვალა 1931 წლის 31 იანვარს. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სენაკის განყოფილების ნამდვილი წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1908-1916)

გააზიარე: