Login |
|
|
English Georgian |
HomeCategories |
ესტატე ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი (გენერალ–მაიორი)
Biographyესტატე ფავლენიშვილი დაიბადა 1844 წლის 10 ივნისს. 1863 წელს დაამთავრა იმპერატორ ნიკოლოზ I სახელობის მოსკოვის მე-2 კადეტთა კორპუსი და 1864 წელს ალექსანდრეს სამხედრო სასწავლებელი. 1865-1868 წლებში კავკასიის მთიელთა წინააღმდეგ კამპანიებში იღებდა მონაწილეობას. 1877-1878 წლებში იბრძოდა რუსეთ-თურქეთის ომში, მე-19 ფეხოსანი დივიზიაში შტაბს-კაპიტნის ჩინით, ხოლო 1880-1881 წლებში ახალთექინის ლაშქრობაში. 1892-1894 წლებში, პოლკოვნიკის წოდებით, მეთაურობდა ყუბანის პირველ პლასტუნთა ბატალიონს. დაჯილდოებული იყო სხვადასხვა ორდენებითა და მედლებით. 1898 წელს გენერალ-მაიორის წოდების მინიჭებით თადარიგში გავიდა. 1909 წლიდაბ ესტატე ფავლენიშვილი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში. ესტატე ფავლენიშვილი გარდაიცვალა 1909 წლის 23 აპრილს კისლოვოდსკში. Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |