შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
ნიკოლოზ რომანის ძე ლეჟავა![]()
ბიოგრაფიანიკოლოზ ლეჟავა დაიბადა 1883 წელს თბილისში. თბილისის სარკინიგზო ტექნიკური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1903 წელს, შორაპანში ამიერკავკასიის რკინიგზისწ მე-4 სალიანდაგო უბანზე მუშად დაიწყო მუშაობა. 1905 წელს ჭიათურაში გზის ოსტატად გადაიყვანეს, სადაც ცოტა ხანში ტექნიკოსად დააწინაურეს. 1908 წელს წელს, სათანადო გამოცდების ჩაბარების შემდე, გზათა ტექნიკოსის წოდება მიიღო. ამავე დროს, ჭიათურა-დარკვეთ-საჩხერის ხაზის მშენებლობაზე სამუშაოთა მწარმოებლის მოვალეობასაც ასრულებდა. 1911 წელს ბაქოში გადაიყვანეს, სადაც ერთი წლის განმავლობაში უბნის უფროსის თანაშემწედ მუშაობდა. კახეთის რკინიგზის მშენებლობის დაწყებისთანავე, ნიკოლოზ ლეჟავა თბილისი-ვაზიან-იორის დისტანციის უფროსად დაინიშნა, ხოლო გზის მშენებლობის დამთავრების შემდეგ პირველი სალიანდაგო უბნის უფროსად. 1917 წელს ნიკოლოზ ლეჟავას მონაწილეობითა და ძალისხმევით თბილისში "ქართული ტექნიკური საზოგადოება" დაარსდა. 1919 წელს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, 60 სტუდენტი უცხოეთში უმაღლესი განათლების მისაღებად გაიგზავნა. აქცენტი აღებული იყო პრაქტიკული გამოცდილების ახალგაზრდებზე, სადაც ნიკოლოზ ლეჟავამ სტიპენდიანტთა შორის პირველი ადგილი მოიპოვა. 1924 წელს ნიკოლოზმა შარლოტენბურგის პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მშენებლის წოდებით წარჩინებით დაამთავრა. სამშობლოში დაბრუნებისთანავე ზაჰესის მშენებლობაზე უბნის უფროსად დაინიშნა და შეთავსებით თბილისი-კოჯრის რკინიგზის გეგმის შედგენაზე მუშაობდა. 1926 წელს ნიკოლოზ ლეჟავა ქლაქის აღმასკომში ტექნიკური ნაწილის გამგედ გადაიყვანეს, ხოლო შემდეგ ამიერკავკასიის რკინიგზის ხაზის ხელმძღვანელობა დაევალა. ნიკოლოზ ლეჟავა პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. იგი თბილისის უნივერსიტეტის პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე ლექციებს კითხულობდა. ნიკოლოზ ლეჟავა გარდაიცვალა 1927 წლის 5 იანვარს და დაკრძალულია თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |