The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



თომა მიხეილის ძე კევლიშვილი

თომა მიხეილის ძე კევლიშვილი
ოფიციალური სახელი:თომა სიფრაშვილი
სხვა სახელი:განწირული  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1860
გარდაცვ. თარიღი:1927  (67 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:წნორი, სკოლის ეზოში
კატეგორია:პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

    თომა კევლიშვილი დაიბადა 1860 წელს. შვილად აიყვანა სიღნაღის მაზრის სოფელ საქობოს მცხოვრებ მიხეილ კევლიშვილმა და თავისი გვარი მისცა.

    თომა კევლიშვილმა სიღნაღის ოთხკლასიანი საქალაქო სკოლა დაამთავრა და სწავლა გააგრძელა თბილისის რეალურ სასწავლებელში, რომელიც 1896 წელს დაამთავრა.

   1896 წელს სოფელ ჯუგაანში ჩასახლებული "დუხობორების" გავლენით ანარქისტ-კომუნისტებს მიემხრო.

   1897 წელს კევლიშვილს საეკლესიო სამრევლო სკოლის მასწავლებლის წოდება ჰქონდა და "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" მიერ, 1897 წელს გახსნილი სოფელ გომარეთის სკოლის პირველი მასწავლებელი ყოფილა.

   თომა კევლიშვილი მასწავლებლობდა ქუთაისში, სადაც თვითმპყრობლობის წინააღმდეგ პოლიტიკური მუშაობისათვის პოლიციის მიერ იდევნებოდა.

   1904 წელს სოფელ ჯუგაანში იმალებოდა და შემდეგ ბაქოში გაიქცა.

    1905 წელს აქტიური მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ კახეთის განმათავისუფლებელ მოძრაობაში, როგორც რევოლუციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა. იგი ცნობილი იყო თავისი ორგანიზატორული და ორატორული უნარებით.  

   კევლიშვილი აქტიურად თანამშრომლობდა იმდროინელ ქართულ პრესასთან და ფსევდონიმებით სხვასახვა შინაარსის კორესპონდენციებსა და პუბლიცისტურ წერილებს აქვეყნებდა.

   1922 წლიდან მუშაობდა წნორში "გლეხკომის" თავმჯდომარედ.

    თომა კევლიშვილი გარდაიცვალა 1927 წელს და დაიკრძალა წნორში, სახელმწიფო ხარჯით სკოლის ეზოში - ნინეანთ ბაღში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სიღნაღის განყოფილების ნამდვილი წევრი (1916-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: