შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
ვლადიმერ ნესტორის ძე ქუთათელაძე![]()
ბიოგრაფიავლადიმერ ქუთათელაძე დაიბადა 1871 წელს ქუთაისის გუბერნიის დაბა ხონში. დაწყებითი განათლება მშობლიურ ხონში მიიღო, რის შემდეგაც ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში ჩააბარა, საიდანაც მასწავლებლის შეურაცხყოფის გამო გარიცხეს და მხოლოდ 1893 წელს დაამთავრა. უმაღლესი განათლება პეტერბურგის უნივერსიტეტში მიიღო, სადაც იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა. 1901-1905 წლებში თბილისის ოლქის ნაფიც ვექილთა კორპორაციაში მუშაობდა. 1914 წელს ჯარში გაიწვიეს და მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში, რომლის დამთავრების შემდეგ, 1918 წელს, სამშობლოში დაბრუნდა. ვლადიმერ ქუთათელაძე გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ხონის განყოფილების ნამდვილი წევრი და ამავე დროს საზოგადოების სათეატრო სექციის წევრი. 1919 წელს, ვლადიმერ ქუთათელაძე დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს სენატის წევრად აირჩია და მუშაობდა სენატის სამოქალაქო დეპარტამენტის ადმინისტრაციულ განყოფილებაში. ვლადიმერ ქუთათელაძე გახლდათ იუსტიციის მინისტრის მოადგილე და იუსტიციის სამინისტროს სხვადასხვა დაწესებულებებში გამომძიებლად მუშაობდა. იყო მიწათმოქმედების სამინისტროს იურისკონსულტანტი. 1920 წელს იუსტიციის მინისტრის, რაჟდენ არსენიძის, მოადგილედ დაინიშნა. ვლადიმერ ქუთათელაძის გარდაცვალების თარიღი და სხვა ბიოგრაფიული მონაცემები უცნობია. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |