Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
კონსტანტინე მიხეილის ძე კანდელაკი![]()
Biographyკონსტანტინე კანდელაკი დაიბადა 1888 წელს ქუთაისში. 1912 წელს იურევის (ტარტუ) უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკური ფაკულტეტი დაამთავრა. 1916 წლიდან ალექსანდროპოლის საკომერციო სასწავლებელში ასწავლიდა. 1916 წლიდან კონსტანტინე კანდელაკი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ალექსანდროპოლის (გუმბრის) განყოფილების ნამდვილი წევრი. 1931 წლამდე მასწავლებლად მუშაობდა, ხოლო შემდეგ ქუთაისის პოლიტექნიკურის სასწავლო ნაწილის და საექსტერნო კურსების გამგედ დაინიშნა. კონსტანტინე კანდელაკს ფიზიკის, მათემატიკისა და ასტრონომიის 13 სასკოლო სახელმძღვანელო ჰქონდა შედგენილი. ბოლოს დაბრმავდა, მაგრამ მაინც სახელმძღვანელოთა შედგენაზე მუშაობდა. 1936 წლიდან საქართველოს „უსინათლოთა საზოგადოების“ ქუთაისის განყოფილების თავმჯდომარედ მუშაობდა. დაჯილდოებული იყო მედლით „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის“. კონსტანტინე კანდელაკი გარდაიცვალა 1949 წელს და დაკრძალულია ქუთაისში. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |