The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ბიკტორ გიორგის ძე ბერიძე

ბიკტორ გიორგის ძე ბერიძე
Date of birth:1872  (153 years)
Date of death:192?
Category:Religious leader

Biography

   ბიქტორ ბერიძე დაიბადა 1872 წელს სენაკის მაზრის სოფელ გურძემში, დეკანოზის ოჯახში.

   1892 წელს სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა და სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1899 წელს დაასრულა.

   ბიქტორ ბერიძე წლების მანძილზე გორის სასულიერო სასწავლებელში პედაგოგად მუშაობდა.

   1912 წელს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, ამავე წელს მღვდლად დაასხა ხელი და ალავერდის წმინდა გიორგის ტაძარში განამწესა.

   1913 წელს ალავერდის ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს.

   1915 წლიდან მამა ბიქტორი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" სენაკის განყოფილების ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.

   1917 და 1920 წელს ჩატარებულ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ და მეორე საეკლესიო კრებებზე იღებდა მონაწილეობას.

   1922 წელს, კომუნისტების მიერ, ეკლესიებში არსებული ქონების საყოველთაო აღწერის დროს ისევ ალავერდის ტაძრის წინამძღვრად იხსენიება და კვლავ ალავერდის ოლქის მთავარხუცესია.

   მამა ბიქტორის ცხოვრების შემდგომი ბედი უცნობია. სავარაუდოდ 1920-იან წლებში გარდაიცვალა.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სენაკის განყოფილების ნამდვილი წევრი (1915-)

Bibliography


Share: