The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ივანე ბუთხუზი

დაბადების თარიღი:18??
კატეგორია:დაუდგენელი

ბიოგრაფია

    წარმოშობით მლეთიდან, ცხოვრობდა ოჯახით ვლადიკავკავში (ორჯონიკიძე). ჰყავდა მეუღლე ნინო ჩოფიკაშვილი და რვა შვილი: თედო, შიო, მაგდანა, ლიზა, თამარი, გიორგი, პავლე, ოლღა. თედო და შიოს ოჯახები არ ჰყავდათ. არც ლიზას და გიორგის დარჩენია ოჯახი. პავლეს ჰყავდა ექვსი შვილი, თამარი გათხოვილი იყო თელავში ჩუბინიშვილზე და არც მას დარჩენია მემკვიდრე, ოლღაც (მე-8) დამ წამოიყვანა თელავში და ცოლად გაყვა სიმონ მახათელაშვილს. სიმონ მახათელაშვილი გახლდათ პირველი სტალინური პრემიის ლაურეატი სოფლის მეურნეობის დარგში და პრემია მიიღო  1949 წელს დატოტვილი ხორბლის გამოგონებისა და დანერგვისათვის.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების კავკავის განყოფილების ნამდვილი წევრი (1916-)

გააზიარე: