შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
ისაკი დიტოს ძე ჭანია![]()
ბიოგრაფია1917 წლის 11 აგვისტოს გუბერნიის სეკრეტარის სიმონ ნესტორის ძე ჯოლოხავას მოწვევით სოფელ ფუქში (წალენჯიხის რაიონი) გაიმართა კრება, სადაც დაისვა სოფელ ფუქში ქშწკგ საზოგადოების განყოფილების ფილიალის დაარსების საკითხი. გამგეობის ბინად არჩეული იქნა ამავე სოფელში ჯოლოხავების სახლი. განყოფილების გამგეობის თავმჯდომარედ დასახელებული იქნა სიმონ ჯოლოხავა, ხოლო ისაკ ჭანია არჩეული იქნა გამგეობის წევრად. გამგეობამ დაადგინა, რომ უახლოეს დროში, "ქართველთა შორის წერა-კითხვის საზოგადოების" შემწეობით, სოფელ ფუქში დაარსდეს სახალხო სკოლა, სამკითხველო და მოზრდილთათვის საკვირაო სკოლა. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |