The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ვარლამ პავლეს ძე გაბადაძე (დეკანოზი)

ვარლამ პავლეს ძე გაბადაძე
Date of birth:29 December, 1883
Date of death:28 November, 1954  (at 70 years)
Burial location:დაბა ჩხარის საერო სასაფლაო
Category:Religious leader

Biography

   ვარლამ გაბადაძე  დაიბადა 1883 წლის 29 დეკემბერს ქუთაისის მაზრის სოფელ კურსებში მღვდლის ოჯახში.

   1901 წელს ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა და 1903 წელს სამრევლო-საეკლესიო სკოლაში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.

   1914 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) დიაკვნად აკურთხა და მასწავლებლის ადგილის შენარჩუნებით, ნაბოსლევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის უშტატო დიაკვნად დაინიშნა ხელფასის გარეშე.

   1916 წელს მღვდლად დაასხა ხელი და ცუცხვათის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დაადგინა.

   1922 წლიდან ზარათის წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის წინამძღვარია.

   XX საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს დროებით შეწყვიტა მღვდელმსახურება. 1933 წლიდან განაახლა მსახურება და ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტ სვიმონის (ჭელიძე) ლოცვა-კურთხევით, სოფელ ჩხარის სამრევლო ჩაიბარა, სადაც ადრე მისი უფროსი ძმა კონსტანტინე მსახურობდა.

   1934 წელს მღვდელ ვარლამს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1937 წელს ოკრიბის ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს, ხოლო 1948 წელს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა ეფრემმა (სიდამონიძე) დეკანოზი ვარლაამი ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის ენქერით დააჯილდოვა.

    დეკანოზი ვარლაამი გარდაიცვალა 1954 წლის 28 ნოემბერს და დაკრძალულია დაბა ჩხარის საერო სასაფლაოზე მეუღლესთან ერთად.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1916-)

Bibliography


Share: