The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



იროდიონ მიხეილის ძე შავლიაშვილი (დეკანოზი)

იროდიონ მიხეილის ძე შავლიაშვილი
დაბადების თარიღი:1880
გარდაცვ. თარიღი:24 ნოემბერი, 1959  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თელავის საერო სასაფლაო
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

    იროდიონ შავლიაშვილი დაიბადა 1880 წელს თელავში.

   1885 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, რომელიც 1891 წელს დაამთავრა და 1892 წელს აწყურის ორ კლასიანი სამინისტრო სკოლის ზედამხედველად დაინიშნა.

   1897 წელს მღვდლად დაასხეს ხელი და არტოზან-რუისპირის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. ამავე წელს რუისპირის სამრევლო-საეკლესიო სკოლის ხელმძღვანელად დაინიშნა.

   1898 წელს ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში ალავერდელმა ეპისკოპოსმა კირიონმა (საძაგლიშვილი) საგვერდულით დააჯილდოვა.

   1901 წელს ვარდისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

   1902 წელს აღდგომას სკუფიით დაჯილდოვდა.

   1911 წელს საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის გადაწყვეტილებით გადააყენეს მთავარხუცესობიდან.

   1912 წელს საცხენისის ეკლესიის წინამძღვრად და ამავე სოფლის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.

    იროდიონ შავლიაშვილი 1917 წლის 11-17 სექტემბრის საქართველოს ეკლესიის პირევლ საეკლესიო კრებაზე მონაწილეობდა.

   1924 წელს, ხელისუფლების ზეწოლის შედეგად, ანაფორა გაიხადა და ღვთისმსახურება მიატოვა.

   დეკანოზი იროდიონი გარდაიცვალა 1959 წლის 24 ნოემბერს და დაკრძალულია თელავის საქალაქო სასაფლაოზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი (1915-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: