The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



თამარ ივანეს ასული შიუკაშვილი

თამარ ივანეს ასული შიუკაშვილი
დაბადების თარიღი:1876
გარდაცვ. თარიღი:1954  (78 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თელავი
კატეგორია:პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   თამარ შიუკაშვილი დაიბადა 1876 წელს თელავში, ცნობილი პედაგოგისა და მწიგნობარის ივანე შიუკაშვილის ოჯახში. მან თელავის წმინდა ნინოს სასწავლებელი დააამთავრა და 1903 წელს პრაქტიკანტად ჩაირიცხა თელავის სასულიერო სასწავლებელში, სადაც 1904 წლიდან პედაგოგის წოდება მიიღო.

   თამარ შიუკაშვილი 50 წლის მანძილზე თელავის სკოლების დაწყებით კლასებში ასწავლიდა. იგი გახლდათ დაწყებითი და საშუალო სკოლების სახელმწიფო სამეცნიერო კომიტეტის მეცნიერ-კონსულტანტი. 1941 წელს გამოიცა მისი ნაშრომი თემაზე: "ანბანის წინა პერიოდი.

   თამარს, თელავში ერთ-ერთ პირველს, 1939 წელს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა და ორდენით დაჯილდოვდა.

   თამარ შიუკაშვილს ასევე იტაცებდა თეატრის მშფოთვარე ცხოვრებაც. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა ლადო მესხიშვილთან, ვალერიან გუნიასთან, ალექსანდრე სუმბათაშვილთან, მიხეილ ჯავახიშვილთან და სხვა გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეებთან.

   თელავის რაიონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის არქივში დაცულია მიხეილ ჯავახიშვილის ოთხი წერილი, რომლის ადრესატი "მოდპიკის" საზოგადოების თელაველი რწმუნებული თამარ შიუკაშვილი გახლდათ. აი ერთ-ერთი მათგანი:       "მოდპიკის აგენტს ქ. თელავში ქალბ. თამარ შიუკიაშვილს!

 ამასთან ერთად გიგზავნით ქართველი დრამატურგებისა და კომპოზიტორთა საზოგადოების წევრთა სიას და გაუწყებთ, რომ მოდპიკის გამგეობის თანხმობით მათი ინტერესების დაცვა მინდობილი გვაქვს მე და თქვენ - მოდპიკის აგენტებს. დაცვის ფორმაც და შინაარსიც ისეთივეა, როგორც მოდპიკში, ოღონდ ერთი განსხვავებით: ქართული საზოგადოების ანგარიშები უნდა ცალკე შეადგინოთ.

მოდპიკის რწმუნებული მიხ. ჯავახიშვილი."

   თამარ შიუკაშვილი გარდაიცვალა 1954 წელს და დაკრძალულია თელავში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი (1915-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1939 - საქართველოს დამსახურებული პედაგოგი

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:თელავი

გააზიარე: