The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



თამარ თურქესტანიშვილი

თამარ თურქესტანიშვილი
დაბადების თარიღი:18??
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

   თამარ თურქესტანიშვილი დაიბადა ყვარლის რაიონის სოფელი შილდაში. იგი გახლდათ კახეთის მეფეების კარზე მოღვაწე თურქესტანიშვილებისა, რომლებიც ცნობილი იყვნენ, როგორც კარის მდივან-მწიგნობრები.

   თამარმა თელავის წმინდა ნინოს სასწავლებელი დაამთავრა, რომელიც 1921 წელს ქალთა გიმნაზიად გადაკეთდა და სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

   1923 წლიდან თამარმა თელავის მე-4 სკოლაში დაიწყო მუშაობა, სადაც რუსულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა.

   თამარ თურქესტანიშვილის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღები უცნობია.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი (1915-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: