The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



სანდრო ცირეკიძე

სანდრო ცირეკიძე
ოფიციალური სახელი:ალექსანდრე გიორგის ძე ცირეკიძე
დაბადების თარიღი:12 დეკემბერი, 1894
გარდაცვ. თარიღი:15 ივნისი, 1923  (28 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, ვერის სასაფლაო
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

   სანდრო ცირეკიძე დაიბადა 1894 წელს ქალაქ ქუთაისში. სწავლობდა დაწყებით სასწავლებელში, სადაც სკოლაშივე დაინტერესდა ქართული ლიტერატურით. მეექვსე კლასში, თავის მეგობრებთან ერთად, ხელნაწერი ჟურნალი „ჩონგური“ გამოსცა. ამ პერიოდშივე გადაწყვიტა ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჩაბარება და ლათინური ენის შესწავლა დაიწყო.

   1912 წელს დაწყებითი სასწავლებლის სრული კურსი დაამთავრა და სწავლა გააგრძელა პეტერბურგის უნივერსიტეტში.

   1914 წელს სანდრო ცირეკიძე ტუბერკულოზით დაავადდა და ჯანმრთელობის გაუარესების გამო სწავლა კიევის უნივერსიტეტში ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე გააგრძელა. მისი სადიპლომო გამოკვლევა იყო „ბაგრატის ტაძარი“.

   1916 წელს სანდრო ცირეკიძე დაუახლოვდა „ცისფერყანწელებს“. 20-იან წლებში ჩამოაყალიბა მწერალთა გაერთიანება „მწერალთა საგამომცემლო კოოპერატივი“ და ამავე პერიოდში დააარსა გამომცემლობა „კირჩხიბი“.

   1919 წელს სანდრო ცირეკიძემ „ახალი მწერლობის ანთოლოგია“ შეადგინა და მცირე ხნით რედაქტორობდა ჟურნალ „მშვილდოსანს“.

   1919 წელს ცირეკიძემ თარგმნა და გამოსცა სტეფან მალარმეს „ლექსები და პროზა“, ასევე თარგმნა შარლ ბოდლერის პოემები პროზად და ოსკარ უაილდის ზღაპრები.

   1921 წელს მისი პირველი წიგნი „მთვარეულები“ გამოიცა.

   სანდრო ცირეკიძე გარდაიცვალა 1923 წელს და დაკრძალულია ვერის სასაფლაოზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მწერალთა საგამომცემლო კოოპერატივი, დამფუძნებელი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1920-)

გააზიარე: