The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



იური მელქისედეკის ძე ფაღავა

იური მელქისედეკის ძე ფაღავა
ოფიციალური სახელი:გიორგი მელქისედეკის ძე ფაღავა
დაბადების თარიღი:1878
გარდაცვ. თარიღი:1960  (82 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საფრანგეთი, ლევილის ქართველთა სასაფლაო
კატეგორია:იურისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   იური ფაღავა დაიბადა 1878 წელს ქუთაისში, მელქისედეკ და დესპინე ფაღავების ოჯახში. მელქისედეკი შეძლებული მემამულე გახლდათ.

   იურიმ უმაღლესი განათლება გერმანიაში მიიღო.

   1916 წლიდან იგი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ბაქოს განყოფილების წევრი.

   1918 წელს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მიღებული პირველი კონსტიტუციის ერთ-ერთი თანაავტორი იყო.

   1920-1921 წლებში იური ფაღავა დიპლომატიური სამსახურით ირანში იმყოფებოდა. თბილისში დაბრუნებულს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და 1922 წელს ცოლ-შვილთან ერთად გერმანიაში სამკურნალოდ გაემგზავრა, თუმცა ეს ვიზიტი ხანმოკლე არ აღმოჩნდა.

   1923 წელს გერმანიიდან საფრანგეთში გადავიდა და პარიზის გარეუბანში, მონჟურში დასახლდა. ოჯახი  სამუდამოდ ემიგრაციაში დარჩა.

  იურის ქალიშვილი გახლდათ მხატვარი ვერა ფაღავა.

   იური ფაღავა გარდაიცვალა 1960 წელს და მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად დაკრძალულია საფრანგეთში, ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბაქოს განყოფილების წევრი (1916-)

გააზიარე: