შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
გრიგოლ (გიგო) წულუკიძე![]()
ბიოგრაფიაგრიგოლ წულუკიძე დაიბადა 1834 წელს. იგი გახლდათ პირველი ქართველი გეოლოგი და კავკასიის მკვლევარი. 1855 წელს პეტერბურგის სამთო ინჟინერთა კორპუსის ინსტიტუტი დაამთავრა. 1856-1858 წლებში ჩრდილოეთ კავკასიაში ალაგირის ტყვია-ვერცხლის საბადოზე მუშაობდა. 1858-1860 წლებში ურალსა სა ალთაიში იქაური სამთო წარმოებისა და სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა გასაცნობად იყო მივლენილი. 1860-1886 წლებში კავკასიის სამთო სამმართველოში მუშაობდა და უმთავრესად ამიერკავკასიის რეგიონული გეოლოგიურ და სასარგებლო წიაღისეულ საბადოთა გეოლოგიურ საკითხებს იკვლევდა. გრიგოლ წულუკიძემ ჩვენი ქვეყნის მადნეულობის კვლევა-ძიებას თუ შესწავლას დიდი ამაგი დასდო. მოიარა თბილისის, ქუთაისის, ერევნის, განჯისა და ბაქოს გუბერნიები, ბევრი მთა-ვაკე და იქაური მადნეულობანი დაწვრილებით აღწერა. კავკასიის შესახებ გეოლოგიურ შრომათა შორის წულუკიძეს ბევრი ნაშრომი აქვს, რომელზედაც დამყარებულია სამთო სამმართველოს მიერ ოფიციალურად გამოცემული ცნობანი. ჩვენი ქვეყნის დაწინაურებას ბუნებრივი სიმდიდრის მოხმარებასა და სამთამადნო მრეწველობის აყვავებაში ხედავდა, რის კვლევა-ძიებასაც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება შეალია. სახელნმწიფო სამსახურში სამთო ინჟინრად 25 წელი იმუშავა. 1886 წელს სახელმწიფო სამსახურიდან გადადგა, მაგრამ კერძო პირთა მიწვევით პრაქტიკულ საქმიანობას მაინც განაგრძობდა. გრიგოლ წულუკიძე გარდაიცვალა 1902 წლის 1 ნოემბერს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |