The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ლეონტი გრიგოლის ძე გელაშვილი

ლეონტი გრიგოლის ძე გელაშვილი
Date of birth:1879  (145 years)
Date of death:193?
Category:Religious leader

Biography

   ლეონტი გელაშვილი დაიბადა 1879 წელს მედავითნის ოჯახში.

   1897 წელს გორის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა და 1898 წელს ახალქალაქის ფერისცვალების ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1901 წელს თავისი თხოვნის საფუძველზე გადადგა შტატიდან.

   1904 წელს საკირეს წმნდა გიორგის ეკლესიაში დაადგინეს.

   1909 წელს დიაკვნად აკურთხეს და ბორჯომის წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში მედავითნის შტატში განამწესეს.   

    1913 წელს რომანოვების 300 წლის მეფობასთან დაკავშირებით მოჭრილი საიუბილეო გულზე დასაკიდი მედალი მიიღო. 

   1916 წელს მღვდლად დაასხეს ხელი და საღოლაშენის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში დაინიშნა.

   1917 წელს ჭობისხევის ფერისცვალების ეკლესიაში დაადგინეს.

   1935 წელს ყვიბისის სამრევლოში მსახურობდა. მისი შემდგომი ბედი უცნობია.


Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბორჯომის განყოფილების ნამდვილი წევრი (1915-)

Bibliography


Share: