შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
სიმონ ზაქარიას ძე წერეთელი![]()
ბიოგრაფიასვიმონ წერეთელი დაიბადა 1870 წელს ქუთაისის გუბერნიის სოფელ პერევისაში. მამამ სვიმონი და მისი ძმა ნესტორი დაწყებითი განათლების მისაღებად სოფლის სკოლაში მიაბარა, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა ჯერ ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო შემდეგ სასულიერო სემინარიაში გააგრძელეს, საიდანაც ახალგაზრდა პროტესტანტები არეულობის მოწყობის გამო გამოაძევეს. სვიმონ წერეთელმა საეკლესიო გზით სიარულს თავი დაანება, გიმნაზიის კურსის გამოცდები ჩააბარა და სამხედრო სკოლაში მოეწყო. 1896 წლიდან სვიმონ წერეთელი რუსეთის იმპერიის სამხედრო სამსახურში იდგა. მსახურობდა სამეგრელოს გრენადერთა მე-16 პოლკში, შემდეგ ელიზავეტპოლის 156-ე ქვეით პოლკში და შემდეგ სარაყაიშის სანაპირო რაზმში გადავიდა. 1914-1918 წლების პირველ მსოფლიო ომში სვიმონ წერეთელი კაპიტნი და ამით დამთავრდა კიდეც მისი კარიერა რუსეთის არმიაში. საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან რესპუბლიკის ჯარში პოლკოვნიკის წოდებით მსახურობდა, დარიალის ხეობაში ბოლშევიკთა რაზმებს ებრძოდა და ამის გამო იგი თავის დაუძინებელ მტრად ჰყავდათ გამოცხადებული. 1919 წლის აპრილში, ჩრდილოეთ კავკასიიდან დარიალის ხეობაში ბოლშევიკების შემოღწევის მცდელობა აღკვეთა, შემდეგ შტაბის უფროსის თანამდებობაზე მსახურობდა სოჭის ფრონტზე და დენიკინის ჯარების მიერ მცირე ხნით დატყვევებულიც იყო. 1921 წელს ხელისუფლების შეცვლისა და საქართველოს გასაბჭოების შემდეგ სვიმონი ოპოზიციურ იატაკქვეშეთში გადავიდა და კომუნისტურ ხელისუფლებას ემალებოდა. 1924 წელს სვიმონმა მონაწილეობა მიიღო ჭიათურის აჯანყებაში და აჯანყებულებმა იგი სამხედრო ხელმძღვანელად დანიშნეს. დამარცხების შემდეგ ტყეში გაიხაზნა და მალევე საქართველოს დატოვება მოახერხა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სოფელ ლევილში. სიმონ წერეთელი გარდაიცვალა 1952 წლის 27 დეკემბერს და დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |