The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ნოე დევიძე

ნოე დევიძე
დაბადების თარიღი:1885
გარდაცვ. თარიღი:1924  (39 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, რეპრესირებული

ბიოგრაფია

ნოე ერმალოს ძე დევიძე დაიბადა 1885 წელს სოფელ დიდ ჯიხაიშში. იყო ახალდაბის სკოლის უფასო ბიბლიოთეკა–სამკითხველოს დამაარსებელი და ზედამხედველი.მას ჩააბარეს ახალდაბის, წაღვერის,ბაკურიანის, ციხისჯვარის სკოლების მდივნობა და საერთო ხელმძღვანელობა. 20 წლის ასაკიდან მონაწილეობდა მეფის რუსეთის რეჟიმის წინააღმდეგ მოწყობილ პოლიტიკურ აქციებში,რის გამოც 1905 წელს დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს.იყო სოციალ–დემოკრატიული პარტიის წევრი.მუშაობდა ბორჯომის საქალაქო სკოლაში,სადაც მას მიენიჭა სახალხო მასწავლებლის წოდება. 1917 წლიდან იყო ბორჯომის აღმასკომის თავმჯდომარე. იყო მუშათა და გლეხთა საბჭოების დეპუტატთა I ყრილობის დელეგატი. 

 საქართევოლს დამოუკიდებლობის შემდგომ არჩეული იქნა ხმოსანთა II  ყრილობაზე ბორჯომში არჩევნების ჩასატარებლად პასუხისმგებელ ხელმძღვანელად.დაევალა ხმოსანთა სიების შედგენა და არჩევნების ჩატარება.თავადვე იქნა არჩეული ბორჯომის თვითმმართველობის ხმოსნად(დეპუტატად).

ნოე დევიძე მონაწილეობდა 1924 წელს დასავლეთ საქართველოს აჯანყების მზადებაში. ანტი ბოლშევიკური მოქმედებისთვის იგი დააპატიმრეს და ყვირილაში დახვრიტეს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბორჯომის განყოფილების ნამდვილი წევრი (1917-)

გააზიარე: