The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ალექსანდრე პეტრეს ძე ცაგარელი

ალექსანდრე პეტრეს ძე ცაგარელი
დაბადების თარიღი:1885
გარდაცვ. თარიღი:20 აგვისტო, 1940  (55 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

   ალექსანდრე ცაგარელი დაიბადა 1885 წელს.

    1906 წელს თბილისის საშუალო სასწავლებელი დაამთავრა და უმაღლესი განათლების მისაღებად პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე ჩააბარა.

   1920 წლიდან პედაგოგიურ მუშაობას აწარმოებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კათედრაზე და 20 წლის განმავლობაში დიდი ამაგი დასდო მეცნიერ-მუშაკთა აღზრდას, განსაკუთრებით თვალსაჩინო ამაგი დასდო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტს, სადაც მისი ხელმძღვანელობით მრავალი სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა ჩატარდა.

   ალექსანდრე ცაგარელი გახლდათ პროფესორი, რომელიც მეცნიერულ მუშაობას ეწეოდა ქიმიის დარგში და მან დიდი ღვაწლი დასდო ღვინის ხარისხის გაუმჯობესებას საქართველოში.

    ალექსანდრე ცაგარელს ეკუთვნის რამდენიმე მეცნიერული ნაშრომი. მან პირველად ქართულ ენაზე შეადგინა და გამოსცა: ”არაორგანული ქიმიის სახელმძღვანელო” და ”თვისებითი და ოდენობითი ანალიზის კურსი”.

    1914 წლიდან ალექსანდრე ცაგარელი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დუშეთის განყოფილების ნამდვილი წევრი და აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა საზოგადოების საქმიანობაში.

    ალექსანდრე ცაგარელი გარდაიცვალა 1940 წლის 20 აგვისტოს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დუშეთის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დუშეთის განყოფილების ნამდვილი წევრი (1914-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: