The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ნოე მაქსიმეს ძე წეროძე

ნოე მაქსიმეს ძე წეროძე
Date of birth:1896
Date of death:1969  (at 73 years)
Burial location:სოფელი საჯავახო
Category:Economist, Manufacturer

Biography

  ნოე წეროძე დაიბადა 1896 წელს ჩოხატაურის რაიონის სოფელ სამებაში მაქსიმე წეროძისა და თამარ გაგუას მრავალშვილიან ოჯახში.

   პროფესიით ეკონომისტი ნოე წეროძე, სხვადასხვა დროს მუშაობდა აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოს სამხედრო კომენდანტად, ნავთობის ჭაბურღილების კომპანიაში მთავარ ბუღალტრად და პროფესიულ მასწავლებლად.

   ნოე წეროძე, ძმასთან ერთად, ფლობდა ნავთობის ჭაბურღილს. ასევე იყო მარილის საწარმოს მფლობელი.

   ჰყავდა მეუღლე ნინო მოწყობილი და შვილები: აკაკი და თამარი. 

   1916 წლიდან გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ოზურგეთის განყოფილების ნამდვილი წევრი და ჩართული იყო საზოგადოების საქმიანობაში. ფლობდა ოთხ ენას: რუსული, აზერბაიჯანული, სომხური და გერმანული.

    ნოე წეროძე გარდაიცვალა 1969 წელს და დაკრძალულია სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯავახოში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ოზურგეთის განყოფილების ნამდვილი წევრი (1916-)

Share: