The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



კონსტანტინე პეტრეს ძე იმნაძე

კონსტანტინე პეტრეს ძე იმნაძე
სხვა სახელი:კოსანდილე  (შეცვლილი სახელი)
დაბადების თარიღი:1870  (154 წლის)
დაკრძალვის ადგილი:უცნობია
კატეგორია:საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი

ბიოგრაფია

    კონსტანტინე იმნაძე დაიბადა 1870 წელს გურიის სოფელ გვიმბალაურში. 
    კომერციული განათლება თბილისში ჰქონდა მიღებული, შემდეგ კი კომერციული კურსები გაიარა პეტერბურგში. კონსტანტინე იყო პირველი გილდიის ვაჭარი. მას გახსნილი ჰქონდა მაღაზიები ლანჩხუთში, თბილისში, კრაკოვში და მარსელში. თბილისში, ბათუმის ქუჩაზე ჰქონდა დიდი სახლი სავაჭრო დუქნებით. მისი მეუღლე გახლდათ ჩოხატაურელი აზნაურის ქალიშვილი ტერეზა გოგიბერიძე, რომლისგანაც ჰყავდა ხუთი შვილი: ალექსანდრე (გარდაიცვალა ბავშვობაში), ვლასა, მიხეილი(ჭიჭიკო), რომანი და მარო.
   კონსტანტინე ვაჭრობასთან ერთად ქველმოქმედებასაც ეწეოდა. ყურადღებას აქცევდა ნიჭიერ ახალგაზრდებს. მისი დახმარებით მიიღო ბევრმა გვიმბალაურელმა უმაღლესი განათლება. გვიმბალაურში, მის ოჯახში თავს იყრიდნენ არამარტო ლანჩხუთის ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლები, არამედ ლანჩხუთში ჩამობრძანებული სტუმრების უმრავლესობა. მის სახლში ხშირად ეწყობოდა ლიტერატურული საღამოები.
   კონსტანტინე იმნაძეს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა მენშევიკური პარტიის წევრებთან, მის ლიდერთან ნოე ჟორდანიასთან. მისი შვილები ვლასა და ჭიჭიკო მენშევიკური პარტიის წევრები იყვნენ.
   1929 წელს კოსანდილე იმნაძე კულაკად გამოაცხადეს, ჩამოართვეს ბინა თბილისში, ასევე კუთვნილი სახლი და ნაკვეთი გვიმბალაურში. მისი ოდის წინა ორი ოთახი "წითელი კოლექტივის" თავმჯდომარეს დაუთმეს, შუა ოთახი საბჭოს თავმჯდომარეს, მისაღები ოთახი მიაკუთვნეს "საერთო კრებას", სასადილო ოთახში კი დაწყებითი სკოლა გახსნეს. ოჯახი ციმბირში გადასახლებამდე ერთ ოთახში იყვნენ შეხიზნულნი. ისინი მაშინდელმა მთავრობის თავმჯდომარემ ფილიპე მახარაძემ გადასახლებიდან დაიხსნა. შვილიშვილის ჯემიკო იმნაძის თქმით, კონსტანტინე თურმე დიდ პატივს სცემდა ეგნატე ნინოშვილს, მასთან ახლო ურთიერთობა ჰქონია და ეხმარებოდა, როგორც მატერიალურად, ასევე მორალურადაც. სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა მის მიმართ ფილიპე მახარაძის კარგი განწყობა და შეწყალებაც. გადასახლებიდან დაბრუნებული კონსტანტინე და მისი მეუღლე გვიმბალაურში საკუთარ სახლში არ შეუშვეს და ცხოვრობდნენ მეზობელ ბზეკალავების ოჯახში.
   კონსტანტინე იმნაძის ოჯახიდან, გაკულაკების დროს, სხვა ფასიან ინვენტართან ერთად გატანილი იქნა სამი ურემი წიგნი, რომელიც მილიციის ეზოში დაწვეს. მხოლოდ რამდენიმე ცალი გადარჩა ,რომელსაც მისი შთამომავლობა ინახავს.
   კონსტანტინე იმნაძის გარდაცვალების თარიღი უცნობია.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ლანჩხუთის განყოფილების ნამდვილი წევრი (1917-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: