The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ფილიპე იესეს ძე მახარაძე

ფილიპე იესეს ძე მახარაძე
დაბადების თარიღი:9 მარტი, 1868
გარდაცვ. თარიღი:10 დეკემბერი, 1941  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:დაუდგენელი

ბიოგრაფია

ქშწკგ საზოგადოების წევრი გახდა 1901 წლის 4 ნოემბრის სხდომაზე. იმ პერიოდში წესი იყო, თავმდები პირს მოქმედ წევრთაგან დაესახელებინა კანდიდატი. ფილიპეს არ ყავდა თავმდები პირი. სხდომაზე მხარდამჭერი თავმდები პირნი ფილიპესათვის აღმოჩნდნენ მიხეილ კლიმიაშვილი, ვ.ჭიჭინაძე, კოწია თავართქილაძე.

საინტერესოა ამ პერიოდის მისი "მოღვაწეობა": 1901 წლის დასაწყისში მუშაობდა ბათუმში, მუშებთან. 1901 წელს თბილისში მონაწილეობა მიიღო პირველი მაისის დემონსტრაციაში, რის გამოც კვლავ დააპატიმრეს. 1902 წელს პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ ცხოვრობდა ქუთაისში. იქ წულუკიძესთან ერთად მუშაობდა იმერეთისა და გურიის კომიტეტებთან. 1903 წელს მახარაძემ მონაწილეობა მიიღო სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების კავკასიის პირველ ყრილობაში, სადაც შეიქმნა კავკასიის საკავშირო კომიტეტი, რომლის წევრადაც ისიც აირჩიეს. ამ პერიოდში ქართულად თარგმნა ლენინის ნაშრომი „სოფლის ღარიბებს“. 1905 წელს იყო ფაქტობრივი რედაქტორი ჟურნალ „მოგზაურისა“. 1905 წლის დამლევს ის დააპატიმრეს და მოათავსეს მეტეხის ციხეში, საიდანაც 1906 წლის მაისში გაათავისუფლეს. 1906 წელს გაემგზავრა ბერლინში. იქ დაუკავშირდა სერგო ორჯონიკიძეს1907 წელს დაბრუნდა თბილისში და მონაწილეობდა 1905-07 წლების რევოლუციურ გამოსვლებში. არსებობს ვარაუდი, რომ 1907 წელს მონაწილეობდა ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში. ამავე პერიოდში თანამშრომლობდა გაზეთ „დროსა“ და „თბილისის ბოლშევიკების ლიტერატურულ ბიუროში“.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1901-)

გააზიარე: