The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



გიორგი დავითის ძე წულუკიძე (გენერალი)

გიორგი დავითის ძე წულუკიძე
ოფიციალური სახელი:გრიგოლ დავითის ძე წულუკიძე
დაბადების თარიღი:23 აპრილი, 1860
გარდაცვ. თარიღი:20 მაისი, 1923  (63 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:უცნობია (დახვრეტილი)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

   გიორგი წულუკიძე დაიბადა 1860 წლის 23 აპრილს.

   1876 წელს ელისავეტგრადის (უკრაინა) სამხედრო პროგიმნაზია დაამთავრა და სწავლა გააგრძელა თბილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელში, რომელიც 1880 წელს დაამთავრა და პრაპორშჩიკის ჩინი მიიღო, 1883 წელს პოდპორუჩიკი, ხოლო 1893 წელს შტაბს-კაპიტანი.

   გიორგი წულუკიძემ ოფიცერთა სკოლა დაამთავრა და 1900 წელს კაპიტნის ჩინი მიიღო, 1905 წელს პოდპოლკოვნიკი გახდა, ხოლო 1910 წელს პოლკოვნიკის ჩინი.

   1912-1913 წლებში კავკასიის მსროლელთა მე-4 პოლკში მსახურობდა.

   გიორგი წულუკიძე გახლდათ 1914-1918 წლების პირველი მსოფლიო ომის მონაწილე.

   1915-1916 წლებში კავკასიის მსროლელთა მე-11 პოლკს მეთაურობდა.

   1916-1917 წლებში მსროლელთა მე-5 დივიზიას მეთაურობდა.

   1917-1918 წლებში 177-ე ქვეით და 67-ე მსროლელთა დივიზიას მეთაურობდა.

   1918-1921 წლებში წულუკიძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა.

  1918 წლის დეკემბერში, სომხეთთან ომის დროს ბორჩალოს მაზრის გენერალ-გუბერნატორი გახლდათ და იქ მყოფი ქართული შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების უფროსი. სწორედ მის დაქვემდებარებაში მყოფ შენაერთებს მოუწიათ ომის პირველ ეტაპზე ყველაზე მძიმე ბრძოლების წარმოება მრავალრიცხოვან მოწინააღმდეგესთან. წულუკიძე იძულებული იყო უკან დაეხია და დეკემბრის ბოლოს, თავის შენაერთებთან ერთად, გენერალ მაზნიაშვილის დაქვემდებარებაში შევიდა.

   1921 წლის თებერვალ-მარტში გიორგი წულუკიძე ბათუმის ციხე-სიმაგრის უფროსი იყო. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში არ წავიდა და  საქართველოში დარჩა.

   1923 წლის თებერვალში გიორგი წულუკიძე დააპატიმრეს, როგორც იატაკქვეშა ორგანიზაცია „ სამხედრო ცენტრის“ მონაწილე და იმავე წლის 20 მაისს თბილისში, დღევანდელი გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე დახვრიტეს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ხონის განყოფილების ნამდვილი წევრი (1916-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1917 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი, ხმლებითა და ბაბთით
  • 1916 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი (ხმლებით)
  • 1916 - წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი
  • 1910 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • 1906 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი
  • წმინდა ანას II ხარისხის ორდენი (ხმლებითა და ბაბთით)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: