შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
ნიკოლოზ გრიგოლის ძე გამრეკელი![]()
ბიოგრაფიანიკოლოზ გამრეკელი დაიბადა 1836 წელს იგი გახლდათ პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე. ჩართული იყო და მოღვაწეობდა სხვადასხვა საზოგადოებრივ საქმეებში. კოტე მესხთან ერთად, ქუთაისში, ხელმწიფის მისაღები პავილიონი თეატრის დარბაზად გადააკეთა და ქართულ წარმოდგენებს მართავდა. 1894 წელს შენობა დაიწვა და წარმოდგენებიც შეწყდა. ამ სცენაზე პირველად გამოვიდნენ: ნინო ჩხეიძე, შალვა დადიანი, ვ. ბალანჩივაძე, დ. ჩარკვიანი და სხვები. ნიკოლოზ გამრეკელი წერდა ქართველი პატრების, ისტორიულ, ეკონომიკურ, სააღმშენებლო და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. მკვლევართა დახასიათებით, ნიკოლოზ გამრეკელის ნაშრომი " აღლუზიანი" ფრიად საყურადღებო მასალაა ჩვენი წარსულის ზოგიერთი მხარის გასაცნობად. ნიკლოზ გამრეკელი თვლიდა, რომ სიტყვათა ლექსიკონი ლექსთა კონიდან არის წარმომდგარი და ევროპელ ხალხთა შორის ქართველი პატრების მიერ არის შეტანილი და გავრცელებული შუა საუკუნეებში. ნიკოლოზ გამრეკელი გარდაიცვალა 1896 წელს და დაკრძალულია სიღნაღში, კოპალას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |