The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



სოფიო (სონა) გოგაშვილი

სოფიო (სონა) გოგაშვილი
დაბადების თარიღი:18??
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

    სოფიო გოგაშვილი სცენაზე გამოვიდა, დაახლოებით, 1896 წელს (სხვა ცნობით 1906). უმეტესად მონაწილეობდა მუშათა თვითშემოქმედების წრეებში. გამოდიოდა ავჭალის თეატრის სცენაზე, პლეხანოვის სახელობის კლუბში, ნაძალადევში და თბილისის გარეუბნების სხვადასხვა საკლუბო სცენაზე.

    1916 წელს ნაძალადევის თეატრში გაიმართა მისი სასცენო მოღვაწეობის 10 წლისთავის აღსანიშნავი საღამო, ხოლო 1946 წლის 24 ნოემბერს პლეხანოვის სახელობის კლუბში, სასცენო მოღვაწეობის  50 წლის იუბილე.

   სოფიო გოგაშვილის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღი უცნობია.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1917-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: